Myvidevo.Ge ვიდეო პორტალი
რუსეთში დამკრძალავ ბიუროებს ნავალნის დაკრძალვის ორგანიზება აუკრძალეს

რუსეთში დამკრძალავ ბიუროებს ნავალნის დაკრძალვის ორგანიზება აუკრძალეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გუნდი მოსკოვში ვერ პოულობს დარბაზს გარდაცვლილ პოლიტიკოსთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიის გასამართად იმის გამო, რომ დაკრძალვის სააგენტოები და საიტები მათთვის ასეთი სერვისის მიწოდებაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა.


მისი თქმით, პოლიტიკოსის გუნდი დაუკავშირდა კერძო და სახელმწიფო სამგლოვიარო სააგენტოებსა და დაკრძალვის სალონებს. ზოგიერთ ორგანიზაციაში ეუბნებიან, რომ შენობა დაკავებულია, ზოგში კი ოპოზიციის სახელის ხსენებისას უარს ამბობენ მომსახურებაზე.

„ერთ ადგილას პირდაპირ გვითხრეს, რომ დაკრძალვის სააგენტოებს ჩვენთან მუშაობა აეკრძალათ. 24 საათიანი ძებნის შემდეგ, გამოსამშვიდობებელი ოთახის ძებნა ვერ ხერხდება“, - თქვა იარმიშმა.


ნავალნის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ჩასატარებლად შენობების ძებნა გრძელდება.

რუსეთში დამკრძალავ ბიუროებს ნავალნის დაკრძალვის ორგანიზება აუკრძალეს
166 ნახვა
2 თვის და 1 კვირის უკან
გაზიარება
  • კომენტარები
რეკომენდირებული
ბოლოს ნანახი