Myvidevo.Ge ვიდეო პორტალი
„ვიამაყებ მეც თქვენის ნებართვით..."- რას წერს ნინი შერმადინი მერაბ დვალიშვილის მოგებაზე

„ვიამაყებ მეც თქვენის ნებართვით..."- რას წერს ნინი შერმადინი მერაბ დვალიშვილის მოგებაზე

18 თებერვალს, UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. საბოლოო ჯამში ბრძოლა მერაბის სრული დომინაციით დასრულდა.

ეს გამარჯვება საქართველოსთვის დაუვიწყარი ემოციებით იყო სავსე, დღე რომელიც ყველა ქართველისთვის დიდებულად დაიწყო. ბიჭმა ვანის ერთ-ერთი პატარა სოფლიდან ერს შესანიშნავი დღე გვაჩუქა.

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება.

შერმადინი ამბობს, რომ ამაყობს ამ შედეგით და დვალიშვილს მადლობას უხდის.

„ვიამაყებ მეც თქვენის ნებართვით...",- წერს ნინი შერმადინი.

„ჩვენ ყველანი ვამაყობ თქვენისთანა ადამიანებით"

„ამ პატარა ქვეყანაში რამდენი საამაყო გვყავხართ ნინი საყვარელო, შენც ჩვენი საამაყო გოგო ხარ ყვარლის საამაყო...ყველას წარმატებები სიხარული სიყვარული და ბევრჯერ გაგვახარეთ."

„ორივე სასწაული ადამიანები ხართ!! ვამაყობთ თქვენით უმაგრესო ქართველებო!!!" - წერენ კომენტარებში

„ვიამაყებ მეც თქვენის ნებართვით..."- რას წერს ნინი შერმადინი მერაბ დვალიშვილის მოგებაზე
660 ნახვა
2 თვის და 2 კვირის უკან
გაზიარება
  • კომენტარები
რეკომენდირებული
ბოლოს ნანახი