Myvidevo.Ge ვიდეო პორტალი
მინესოტაში დააკავეს მამაკაცი: ის ბრალდებულია 31 წლის მოდელის წამებით მკვლელობაში, რომლის ცხედარიც მაცივარში იპოვეს - სასტიკი დანაშაულის დეტალები

მინესოტაში დააკავეს მამაკაცი: ის ბრალდებულია 31 წლის მოდელის წამებით მკვლელობაში, რომლის ცხედარიც მაცივარში იპოვეს - სასტიკი დანაშაულის დეტალები

მი­ნე­სო­ტა­ში, ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ ერთი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა. 31 წლის მა­ლე­ე­სა მუნი 2023 წლის 12 სექ­ტემ­ბერს, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მდე­ბა­რე აპარ­ტა­მენ­ტში იპო­ვეს - ხელ-ფეხ­შეკ­რუ­ლი ცხე­და­რი მა­ცი­ვარ­ში იყო და­მა­ლუ­ლი. მკვლე­ლი 41 წლის მაგ­ნუს დე­ნი­ელ ჰემფრია. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, იგი მა­ნამ­დე სას­ჯელს ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის იხ­დი­და, ასე­ვე ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვი­საც.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ჰემფრიმ ქალი ჯერ წა­მე­ბით მოკ­ლა, შემ­დეგ კი, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სხე­უ­ლი მა­ცი­ვარ­ში და­მა­ლა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ჰქონ­დათ თუ არა რა­ი­მე სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა გარ­დაც­ვლილ­სა და დამ­ნა­შა­ვეს.


 

მა­ლე­ე­სა მუნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტი იყო და ბე­ვერ­ლი ჰილზ­ში და­ფუძ­ნე­ბულ სა­ა­გენ­ტო Nest Seeker-ში მუ­შა­ობ­და. მის­მა დამ ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­კომ­პა­ნია KTLA-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მა­ლე­ე­სა ორი თვის ორ­სუ­ლი იყო.

"ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა გა­ნი­ცა­და ჩემ­მა დამ... ამა­ზე ფიქ­რიც კი მზა­რავს“, - თქვა მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

ქალი ბო­ლოს 6 სექ­ტემ­ბერს ნა­ხეს. 12 სექ­ტემ­ბერს, როცა შე­ტყო­ბი­ნე­ბებს არ უპა­სუ­ხა, მშობ­ლე­ბი პო­ლი­ცი­ას და­უ­კავ­შირ­დნენ...

სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნამ და­ად­გი­ნა, რომ ცხე­დარს ბლაგ­ვი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და სა­ხის, თა­ვის, ზურ­გი­სა და მარ­ცხე­ნა მხრის ზედა ნა­წილ­ში. ასე­ვე, ორ­გა­ნიზ­მში ბენ­ზო­ი­ლე­კგო­ნი­ნი (კო­კა­ი­ნის მთა­ვა­რი მე­ტა­ბო­ლი­ტი) იპო­ვეს.

მინესოტაში დააკავეს მამაკაცი: ის ბრალდებულია 31 წლის მოდელის წამებით მკვლელობაში, რომლის ცხედარიც მაცივარში იპოვეს - სასტიკი დანაშაულის დეტალები
161 ნახვა
2 თვის და 2 კვირის უკან
გაზიარება
  • კომენტარები
რეკომენდირებული
ბოლოს ნანახი