Myvidevo.Ge ვიდეო პორტალი
ქალმა კაცი, რომლისგანაც პირველივე პაემანზე დაორსულდა, TIKTOK-ზე მოძებნა, სადაც შოკისმომგვრელი ამბავი აღმოაჩინა

ქალმა კაცი, რომლისგანაც პირველივე პაემანზე დაორსულდა, TIKTOK-ზე მოძებნა, სადაც შოკისმომგვრელი ამბავი აღმოაჩინა

არც ისე იშვიათია, როდესაც ახლად გაცნობილ მამაკაცთან გატარებული ერთადერთი ღამის შემდეგ ქალი ორსულდება. ზუსტად ასე დაემართა სარა-ჯეინ სნოუს, 30 წლის შოტლანდიელ ქალს, რომელმაც თავისი ამბავი TikTok-ზე მოჰყვა. – წერს უცხოური მედია.

სარა-ჯეინ სნოუმ თქვა, რომ გასულ ზაფხულს ტენერიფეში, ნასვამ მდგომარეობაში გაიცნო 19 წლის ბიჭი, რომელთანაც ინტიმური კავშირი იმავე ღამეს ჰქონდა. ორივემ გადაწყვიტეს არ გაეცვალათ ნომრები და არც დაერეკათ ერთმანეთისთვის, რადგან გიჟური ღამე იყო.

თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, წარმოუდგენელი აღმოჩენა გააკეთა: სიგიჟის იმ ღამემ მას უფრო მეტი აჩუქა, ვიდრე წარმავალი სიყვარულის ისტორია, – ბავშვი. ბავშვი აპრილში დაიბადებოდა და გოგონამ გადაწყვიტა მამის პოვნა.

გოგონამ განმარტა, რომ არ ფიქრობდა მამაკაცის ყურადღების მიპყრობას და არ ელოდა, რომ ბიჭი შვილზე იზრუნებდა, მაგრამ, მისი აზრით, სწორი იყო მისთვის იმის თქმა, რომ მალე მამა გახდებოდა.

მან TikTok-ზე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც თავის დასთან ვიდეო ზარის დროს ჩანს იმ ბიჭის სახე, რომელთანაც თავგადასავალი ჰქონდა. მან ასევე დაამატა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მუშაობდა გლაზგოში, Braehead სავაჭრო ცენტრში, რათა უფრო იოლად მოეძებნა. 

„მე შემიძლია, მარტომ ვიზრუნო ჩემს შვილზე, მაგრამ არ მინდა, მან არ იცოდეს, ვინ არის მისი მამა”, – განუცხადა მან The Sun-ს.
ამ დროისთვის გოგონას მიმართვას დიდი შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე სიახლემ გაჟონა – ტიკ-ტოკის ზოგეიერთმა მომხმარებელმა ამოიცნო მამაკაცი, სახელად სტივი, მაგრამ მათი თქმით, ის ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

 სარა-ჯეინი არ არის დარწმუნებული, რომ ბიჭი ნამდვილად მკვდარია, მაგრამ თვლის, რომ შესაძლოა ვინმე ცდილობს მისი „გამოძიების“ რელსებიდან გადაყვანას. თუმცა ამბობს, რომ დარწმუნებულია, რომ იპოვის.

ქალმა კაცი, რომლისგანაც პირველივე პაემანზე დაორსულდა, TIKTOK-ზე მოძებნა, სადაც შოკისმომგვრელი ამბავი აღმოაჩინა
3 507 ნახვა
2 თვის და 1 კვირის უკან
გაზიარება
  • კომენტარები
რეკომენდირებული
ბოლოს ნანახი