"კიდევ მღერის?" - რა უპასუხა ილია თოფურიამ რუსულ მედიას, როცა ქეთა თოფურიასთან ნათესაურ კავშირზე კითხეს?
- ინფორმაცია
- კომენტარები
8 თებერვლის ღამეს UFC 298-ზე, ესპანეთის წარმომადგენელი ქართველი მებრძოლი ილია თოფურია გამოვა. ის ქამრისთვის მოქმედ ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკის წინააღმდეგ იბრძოლებს.
რუსული აუდიტორიისთვის გვარი თოფურია უფრო მეტად ასოცირდება სხვა პიროვნებასთან - მომღერალთან და ჯგუფ "A'Studio"-ს სოლისტ, ქეთა თოფურიასთან, რომელიც საქართველოში დაიბადა, მაგრამ წლებია რაც რუსეთში გადაცხოვრდა, სადაც კარიერა და ოჯახი ჰყავს.
არიან თუ არა ილია და ქეთა თოფურიები ნათესავები - ამ კითხვით რუსული მედია დაინტერესდა.
ილია თოფურიას მომღერალთან კავშირის შესახებ ერთხელ უკვე ჰკითხეს: "დიახ, საქართველოში რომ ვცხოვრობდი ვიცოდი მის შესახებ. ჩვენ პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ მისი სახელი ბავშვობაში გავიგე. ის კიდევ მღერის?
ჟურნალისტი: დიახ, რა თქმა უნდა. ის რუსეთში გამოდის