Myvidevo.Ge ვიდეო პორტალი

რამდენიმე წუთის წინ ბათუმის მერი სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმის მერი სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა
537 ნახვა
2 თვის და 3 კვირის უკან
გაზიარება
  • ინფორმაცია
  • კომენტარები

The Ajara Times-ის ინფორმაციით, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ წუთებში ბარათაშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჩიქოვანი საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შემდეგ მანქანას, რომელსაც ჩიქოვანი იყენებს, სანომრე ნიშნები მოხსნეს. ამ დროისთვის უცნობია, ვინ მართავდა საჭეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

ცნობისთვის, აღნიშნული ავტომობილი არჩილ ჩიქოვანმა "სანდასუფთავების სამსახურის" ბიუჯეტით იყიდა, რასაც თავის დროზე კრიტიკა მოჰყვა.

რეკომენდირებული
[senpainoticeme]
ბოლოს ნანახი
[/senpainoticeme]