Myvidevo.Ge ვიდეო პორტალი

მშენებლობიდან UFC-ს ვარსკვლავობამდე - რა გზა გაიარა დვალიშვილმა სეჰუდოს დამარცხებამდე

მშენებლობიდან UFC-ს ვარსკვლავობამდე - რა გზა გაიარა დვალიშვილმა სეჰუდოს დამარცხებამდე
2 038 ნახვა
4 თვის უკან
გაზიარება
  • ინფორმაცია
  • კომენტარები

დღეს ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე ვიხილეთ - UFC-ს ისტორიაში პირველად წონითი კატეგორიის ჩემპიონი ქართველი ილია თოფურია გახდა, ხოლო მერაბ დვალიშვილი ამ მიღწევასთან 1 ნაბიჯშია.

დვალიშვილმა ლეგენდალური ამერიკელი სპორტსმენი ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით 3 რაუნდში დაამარცხა, ხოლო მთელი ბრძოლის განმავლობაში საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდა.

UFC-ს გენერალურმა დირექტორმა დანა ვაითმა დაადასტურა, რომ დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა სწორედ საჩემპიონო იქნება - ის შონ ომალისა და ჩიტო ვერას გამარჯვებულს შეხვდება და შანსს მიიღებს, ქამარს დაეუფლოს.

ეს ისტორია განსაკუთრებულია კიდევ 1 ფაქტორის გამო - დასაფასებელია, თუ რა გზა გამოიარა დვალიშვილმა იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყო. სოციალურ ქსელში უკვე არაერთი ფოტო გავრცელდა, რომელშიც წლების წინ მერაბი დილის საათებში მშენებლობაზე მუშაობდა, ხოლო ვარჯიშს მხოლოდ საღამოობით ახერხებდა. დვალიშვილმა კარიერის დიდი ნაწილი მშენებლობაზე მუშაობის პარალელურად გაატარა, ხოლო ახლა UFC-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლაივა.

რეკომენდირებული
[senpainoticeme]
ბოლოს ნანახი
[/senpainoticeme]